კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს

“მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ შეკრებაზე არ ვიყავი, გარედანაც იგრძნობა, რომ ეს ნაკრები იზრდება და ფეხბურთელებს სწამთ საკუთარი ძალების. თუმცა, ფეხბურთი დინამიკური სპორტია, სადაც თავდაჯერება და თვითრწმენა შეიძლება შეიცვალოს შედეგებიდან გამომდინარე. დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის შედეგებმა ასეთი გავლენა არ იქონია. ეს არც იგრძნობოდა ამ შეკრებაზე და ვიმედოვნებ, ამას თამაშის მიმდინარეობისას ვაჩვენებთ. როდესაც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა, წარმატებული სერია გაქვს, თავდაჯერება იზრდება. წინა შეკრება, მცირეოდენი ფეხის დაცდენა
იყო და ამაზე გუნდური რეაქცია უნდა გვქონდეს. მგონია, რომ ნაკრებს შეუძლია ამის კონტროლი და ამას მომდევნო ორ მატჩში ვაჩვენებთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში