კვებითი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში საშაურმე შეამოწმა

კვებითი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში საშაურმე შეამოწმა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ქობულეთში საშაურმეში ,,გივის შაურმა ნაკვერჩხალზე“ (მის: აღმაშენებლის N416) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. ინფორმაცია ამის შესახებ სეს-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.
„ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და იმავე მისამართზე ფლობს საწარმოს, რომელიც ფუნქციონირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. შედეგად, ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები.
მონიტორინგის ფარგლებში, ობიექტიდან აღებულია სურსათის ნიმუშები, რომლებიც მიკრობიოლოგიური კვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისთანავე აცნობებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
Next: როდესაც მეკითხებიან: „რას ფიქრობთ საქართველოსთვის გამოცხადებულ სანქციებზე” – ვპასუხობ, დაიკიდეთ მეთქი, ვინ რა სისულელეს იტყვის, ყველაფერს როდი დაეჯერება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს