“კვარა” ძალიან უკმაყოფილოა” – ფედელეს გაფრთხილება “ნაპოლის”

“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Calcio Napoli-სთან ინტერვიუში სა და “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა.
ფედელეს თქმით, კვარაცხელია უკმაყოფილოა, “პარტენოპეის” გასახდელში კი სიტუაცია დაძაბულია.
“როგორ არის კვარაცხელია ფსიქოლოგიურად? – რა თქმა უნდა, ძალიან უკმაყოფილოა. ვეთანხმები იმ გადაწყვეტილებას, რომ დე ლაურენტისს ზელინსკისთვის კონტრაქტი არ უნდა გაეგრძელებინა, რადგან პოლონელი ძალიან ბევრს ითხოვს, თუმცა თანამშრომლობას არც პოლიტანოსთან გავაგრძელებდი, რადგან საქმე ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს.
ოსიმენი თანაგუნდელებზე 10-ჯერ მეტ ხელფასს იღებს, ცხადია, ეს “ნაპოლის” ფეხბურთელების ხასიათზე უდიდეს გავლენას ახდენს”, – განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება, ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები სეზონის დასრულების შემდეგ აურელიო დე ლაურენტისი ქართველს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.