“კვარა” შეცვლაზე – პსჟ-მ “ლორიენთან” დუე და ორი ქულა დაკარგა

ლიგა 1-ის მეათე ტურში პსჟ გასვლაზე „ლორიენთან“ ფრეს დასჯერდა – 1:1.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებს ვერ ქმნიდნენ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაში გახალისდა, მენდეშმა პარიზელები დააწინაურა, თუმცა მალე იგორ სილვამ ანგარიში გაათანაბრა. 62-ე წუთზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დემბელე და ტრავმირებული დუე, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, კვარაცხელიათი და ბარკოლათი შეცვალა. „ლორიენი“ მთელი გუნდით დაცვაში ჩადგა, „პარი სენ ჟერმენმა“ დიდი ძალებით შეუტია, ბარკოლას და ხვიჩას დარტყმული ბურთები მეკარე მვოგომ მოიგერია, ვიტინიამ მიზანს ვერ უწია და საბოლოოდ 1:1.
პსჟ ამ მომენტისთვის 21 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და 1-ელ ნოემბერს „ნიცას“ უმასპინძლებს.
ლორიენი – პსჟ 1:1
გოლები: 0:1 მენდეში (49), 1:1 იგორ სილვა (51)