“კვარა” სასწრაფოდ უნდა გაყიდონ, თორემ…”- ფედელემ ქართველზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა და “პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ, Radio Marte-სთან ინტერვიუში ს შესახებ ისაუბრა.
ფედელეს თქმით, “ნაპოლიმ” ხვიჩა რაც შეიძლება მალე უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველის სატრანსფერო ღირებულება შემცირდება.
“უმჯობესია, რომ “კვარა” სასწრაფოდ გავყიდოთ და მასში აღებული თანხით რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი მოვიყვანოთ, რომლებიც გუნდს სამომავლო მიზნების მიღწევაში დაეხმარებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იგივე სურათს, რაც ალანისა და კულიბალის შემთხვევაში მოხდა. დე ლაურენტისმა ისინი სწორ დროს არ გაასხვისა და საბოლოოდ, კლუბმა შესაბამისი სარგებელი ვერ მიიღო.
ყველა ფეხბურთელს თავისი ფასი
აქვს და როდესაც ის მაღალია, შენ ის აუცილებლად უნდა გაყიდო. უნდა გაიყიდოს თუ არა “კვარა”? რა თქმა უნდა. თუმცა ყველაფერი წინადადებაზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, ხვიჩას დამატებით ყველაზე აქტიურად “პარი სენ ჟერმენი” და “ბარსელონა” ინტერესდებიან.