“კვარა” სადებიუტო გოლთან ახლოს იყო – პსჟ-მა “ბრესტს” მოუგო

ლიგა 1-ის მეოცე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ბრესტი“ 5:2 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში დააყენა ძირითად შემადგენლობაში. ქართველმა დებიუტში დემბელე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მას გატანა მეკარე ბიზოტმა არ დაანება. შემდეგ ხვიჩას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. ცოტა ხანში ბარკოლამ ვერ გამოიყენა მომენტი. მერე კი ბარკოლას პასით „პარი სენ ჟერმენი“ დემბელემ დააწინაურა, რომელმაც ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გაიტანა.სტუმრები სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ, მეკარე დონარუმამ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
შესვენების
შემდეგ დელ კასტილიომ ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე „კვარა“ საჯარიმოში ნდიაემ წააქცია, მაინც მოახერხა დარტყმა, ბურთი ბიზოტმა მოიგერია, ხოლო დამატებაზე დემბელემ გაიტანა. ხვიჩა ლუის ენრიკემ დუეთი შეცვალა, დემბელემ კი მალე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ისიც შეცვალეს. „ბრესტი“ არ დანებდა და აჟორკმა სხვაობა შეამცირა. თუმცა, რამუშმა დუბლი შეასრულა და “პარი სენ ჟერმენმა” გაიმარჯვა.
პსჟ 50 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 5 თებერვალს ჩაატარებს – თასის მერვედფინალში გასვლაზე „ლე მანს“ დაუპირისპირდება.
ბრესტი – პსჟ 2:5
გოლები: 0:1 დემბელე (29), 1:1 დელ კასტილიო (50), 1:2 დემბელე (57), 1:3 დემბელე (62), 2:3 აჟორკი (71), 2:4 რამუში (59), 2:5 რამუში (90+7)