გურამ რჩეულიშვილის ზღაპრის, “პატარა დინოზავრის” გმირს თავისიანების ერთადერთი ვნება არ აკმაყოფილებს, ცაში აიხედავს და მზეს იხილავს. მზე-ღმერთიც მას შეიყვარებს და გამოარჩევს. ხვიჩა კვარაცხელიამ გადაწყვიტა, ქართული ფეხბურთი სულ სხვა მასშტაბებზე აეყვანა, ამისთვის კი არც შრომა დაუკლია და არც რწმენა. “კვარამ” ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც უკვე მოგებული აქვს, მეშვიდე გოლი ლევერკუზენის “ბაიერთან” გაიტანა. ისტორია მოკლე დროში მართლაც თავბრუდამხვევი გახდა.
როგორც ხვიჩა, ისე პსჟ ტრიუმფალური სეზონის შემდეგ თითქოს მთავარ საკლუბო ტურნირზე უფრო კონცენტრირებული, მოტივირებული და მშვიდია. საფრანგეთის პირველობისთვის სრულად მობილიზება ცოტა ჭირს, ამას დიდი დოზით როტაციაც ემატება და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგების ჟინი რაღაც სულ სხვაა. ზინედინ ზიდანის მწვრთნელობისას მადრიდის “რეალმა” ზედიზედ სამი ლიგა როცა გადააბა, იმ გუნდს სადღაც ეტყობოდა, განსაკუთრებულის შექმნაზე რომ ფოკუსირდა, მთავარი ლიგის შეხვედრებისთვის საუკეთესო ფორმაში ყოფნა იყო, პიკის კი გაზაფხულზე მიღწევა. ახლა სადაც ასეთი დავინახეთ და შევამჩნიეთ.
კიდევ რაც თვალნათლივ გამოჩნდა, ხვიჩა კვარავხელია მარცხნივ და ნებისმიერ სხვა პოზიციაზე მკვეთრად განსხვავებული რამაა. კარგია მოულოდნელი სვლები, კარგია ტაქტიკური მრავალფეროვნება, მოწინააღმდეგეების დაბნევა, მაგრამ “კვარამ” საყვარელ პოზიციაზე უნდა ითამაშოს და ადგილი სხვამ შეიცვალოს, ასე გუნდისთვის აშკარად უკეთესია.
კვარაცხელია აღნიშვნების მრავალფეროვნებითაც გვანებივრებს და კალათბურთის სიყვარულსაც გვიმჟღავნებს. ერთია, მას გოლის ზეიმისას საკუთარი ხელწერა არ ჩამოუყალიბებია, სხვებმა რომ მისგან გადაიღონ, მაგრამ ესეც მისი გადაწყვეტილებაა, შესაძლოა, სრულიად შეგნებულადაც.
ხვიჩა კვარაცხელია მრავალი სტატიის, წიგნის და შესაძლოა, ფილმის გმირიც იყოს, მაგრამ არ დაკარგავს იმას, რითაც დავიწყეთ , რწმენას – როგორ საკუთარი ძალების, ასევე უფლის. 7 მისი საყვარელი ციფრია და გოლის ეს ნიშნული ჩემპიონთა ლიგაზე ის მინიმალური ზღვარი იყო, რომლის გადალახვაც მისთვის არც არაფერი იყო.
· 123 პსჟ კიდე მოუმატებს ალბათ, შეუძლია ზედიზედ გადააბას ლიგები თუ არა ვნახავთ.
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს – “ტენერიფემ” “მურსია” დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი – “ტორონტო რაპტორსმა” პრესეზონი “ბრუკლინთან” გამარჯვებით დაასრულა
ნოდარ ლომინაძე “ეშტორილის” თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
“გაგრას” ლიუბენოვიჩი ჩაუდგა სათავეში
კვარაცხელია: მეგონა, ბურთი კარს ავაცილე და ცოტა შემეშინდა
რას ნიშნავს კვარაცხელიას გოლის აღნიშვნა? – Le Parisien-ი განმარტავს
პსჟ-ს მეკარე მალე შეიძლება “სპორტინგში” ან “ვალენსიაში” გადავიდეს
[VIDEO] 2:7. “კვარას” გოლი პლუს საგოლე პასი, ორი გაძევება, ორი პენალტი და პსჟ-ს მიერ “ბაიერის” განადგურება
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
