საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის ემზადება. ფაქტია, ჩაგდებული “ერთა ლიგის” შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანა და მსოფლიო ჩემპიონატზე შორეული ოცნების (თეორიული შანსი ახლაც გვაქვს) ამარა დავრჩით. ყველაფერმა ამან გულშემატკივართა დამოკიდებულებასა და განწყობაზეც იმოქმედა. ჩვენი ფეხბურთელები ეცდებიან, ბედნიერი სახეები თავადაც დაიბრუნონ და სხვებიც გაახარონ. ამ გზაზე პირველი ნაბიჯი ურთულესი, თუმცა სწორედ შესაძლო ტკბილი ლუკმაა – შაბათს, 21:00 საათზე, ესპანეთის ნაკრებს ვმასპინძლობთ.
ფეხბურთში არსებობს უხერხული მეტოქე და არსებობენ სერიები, რომლებიც აუცილებლად სრულდებიან. ესპანეთის ნაკრები მხოლოდ ერთხელ, ამხანაგურ მატჩში დავამარცხეთ, სხვა დროს კი, თბილისში შესარჩევ ეტაპზე თუ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში რაღაც გვაკლდებოდა. იქნებ ახლა, როცა პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს შეხვედრა ფაქტობრივად, არაფერს წყვეტს, ნავსის გატეხის დრო იყოს.
ბოლოს, როცა ესპანეთს გავუტანეთ, კვარაცხელიას ანგარიშზე იყო. ევროპის ჩემპიონატზე ესპანელთა ავტოგოლი ხვიჩას აქტიურობას მოჰყვა. “კვარამ” ესპანელებს თბილისშიც, 2021 წელს გაუტანა.
ესპანელება დიდი გეგმები აქვთ, ისინი ალბათ მომავალი მუნდიალის მთავარი ფავორიტები არიან და რა თქმა უნდა, თითოეულ შეხვედრას მოუფრთხილდებიან. რეზერვი სერიოზულია, თუმცა იამალის, პედრის, როდრისა და უილიამსის არყოფნა მაინც მნიშვნელოვანი დანაკლისია. მთავარ ხიფათს ალბათ ისევ ფერან ტორესისგან უნდა ველოდოთ, ეროვნულ გუნდში 51 მატჩში 22 გოლი რომ აქვს.
ვილი სანიოლის გუნდს მთავარი ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე აკლია (41 მატჩში 21 გოლი). წინა ხაზზე ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი ქვილითაიას ვარიანტებია, მაგრამ “ჯვაროსნებმა” იქნებ გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე ითამაშონ, შემტევებმა პოზიციები შეცვალონ და ხვიჩა კვარაცხელია ხშირად ცენტრფორვარდის ადგილას იყოს. ამ შემთხვევაში ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში ნამდვილად იქნება, მესამე შემტევის პოზიციაზე კი გიორგი კვერნაძის, იური ტაბატაძისა და გიორგი აბუაშვილის კანდიდატურები ამ თანმიმდევრობით უნდა განვიხილოთ. ფაქტია, ვინც არ უნდა ითამაშოს, დაცვაში დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს და ესპანელთა ფლანგელების, პოროსა და კუკურელას შეტევების განეიტრალება უნდა შეძლო. ვნახოთ, ვილი რას გადაწყვეტს.
საქართველოს ნაკრებში არსებული ვითარებიდან და მეტოქიდან გამომდინარე, 5-მცველიან ტაქტიკაზე გადასვლას ველით. გოგლიჩიძე-კაშია-ლოჩოშვილის სამეული უალტერნატივო ჩანს. თითქოს ასევე უნდა იყოს მარჯვნივ გოჩოლეიშვილისა და მარცხნივ წიტაიშვილის თამაში, მაგრამ ფრანგი მთავარი მწვრთნელი ზოგჯერ ჯიუტად ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი ხედვები სწორია. ახლა სანიოლმა თქვა, რომ გოჩოლეიშვილი მარცხნივ ალტერნატივებიდან ყველაზე კარგი ვარიანტია და თუკი ამ აზრზე დარჩა, გამორიცხული არაა, კაკაბაძის შემცვლელად მამუჩაშვილი ვიხილოთ.
ცენტრში გაგნიძის ტრავმა და ქოჩორაშვილის დისკვალიფიკაცია, სასტარტოში მექვაბიშილისა და კიტეიშვილი იქნებიან, მესამის საჭიროების შემთხვევაში კი გუნდში ლომინაძე და ნონიკაშვილი არიან. ამ ზონაში პსჟ-ის ფეხბურთელს, ფაბიან რუისს დავუპირისპირდებით.
მთავარი მსაჯი ფრანგი ბასტიენია, წინა უქმეებზე “კვარას” “ლიონთან” დაპირისპირებას რომ მოემსახურა.
სავარაუდო შემადგენლობები
საქართველო: მამარდაშვილი – გოგლიჩიძე, კაშია, ლოჩოშვილი – წიტაიშვილი(ან მამუჩაშვილი), მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, გოჩოლეიშვილი – დავითაშვილი, კვარაცხელია, კვერნაძე(ან ზივზივაძე);
ესპანეთი: სიმონი – პორო, ლე ნორმანდი, კუბარსი, კუკურელა – მერინო, ზუბიმენდი, რუისი – იარსაბალი, ფ.ტორესი, ბაენა.
ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ – დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო – ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
“11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია” – “ლიონისა” და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა
“ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება” – სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო – ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ – დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე – “საუკუნე გაივლის კიდევ”
“სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა… გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა…” – დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
მიჩელი “არსენალში” გადადის – “ნაპოლიში” კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
სანიოლი დაამტკიცებს, რომ არ ამოწურულა?! – სავარაუდო შემადგენლობა და ალტერნატივები ესპანეთთან
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში – “კვარამ” “ლიონს” გაუტანა
[VIDEO] ხვიჩას პირველი გოლი მიმდინარე ჩემპიონატზე – პსჟ-მ “ლიონს” მძიმე მატჩი მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ლიონთან” მატჩში?
სანიოლი: ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას
“მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ ” – ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა




