დღეს, 1-ელ ნოემბერს, ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო განსაკუთრებით სამი შეხვედრაა – ესპანეთში, საფრანგეთსა და ინგლისში.
საკმაოდ ადრე, ჩვენი დროით 17:00 საათზე, უკვე 25 წლის გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლებს. ქართველის გუნდი მხოლოდ “რეალსა” და “ბარსელონას” ჩამორჩება. გიორგის ახლა სასტარტოში ველით, იმის მიუხედავად, რომ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე “პაფოსთან” მატჩია.
დღევანდელ დღეს 23:59 საათზე “ლივერპულისა” და “ასტონ ვილას” შეხვედრა დაასრულებს. როგორც ჩანს, ალისონის დაბრუნება გადაიდება და კვლავ გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს. ლივერპულელებს კარგი დროება არ უდგათ და მის გამოსწორებას ეცდებიან, წინ კი მადრიდის “რეალთან” დაპირისპირებაა.
რაც შეეხება პსჟ-ს, ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე “ბაიერნთან” შეხვედრის წინ დღეს “ნიცას” 20:00 საათზე დაუხვდება.
ზედიზედ ორი მატჩია, დედაქალაქელებს ნიცელებთან არ მოუგიათ, 25 აპრილს კი, არაფრისმომცემ შეხვედრაში შინ (1:3) წააგეს, არადა, იქ მასპინძლები ოპტიმალური შემადგენლობით წარდგნენ. იყო “კვარაც”(შეფასება 7.1).
მიუხედავად დიდი დაპირისპირების მოახლოებისა, პარიზელებთა რიგებში ნაკლებ როტაციას ველით, შუა კვირაში ეს უკვე იყო. სამწუხაროდ, დეზირე დუე გუნდს რამდენიმე კვირით დააკლდება.
ენრიკეს გუნდმა ლიდერობა ვერმოგებითაც შეინარჩუნა და ახლა მის განმტკიცებას ეცდება. ნიცელებმა ბოლო სამ ტურში გაიმარჯვეს და ჰეისეს ბიჭებს მეტი სურთ.
შესაძლოა, ფაბიან რუისმა ისევ ვერ ითამაშოს და ჰაკიმს კვლავ დასვენების საშუალება მიეცეს.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე – მარკინიოსი, ბერალდო, პაჩო, მენდეში – ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში – კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა.
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს – “სპორტინგმა” “ალვერკას” ისევ სძლია
“დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა” – ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს
L’Équipe: გადაღლილი კვარაცხელია ლიგა 1-ში თავს ზოგავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი შესანიშნავად თამაშობს – საეჭვოა ეს ლუის ენრიკეს მოეწონოს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
[VIDEO] 0:3. ესეც მამარდაშვილის ბრალია? – “ლივერპული” თასიდან “კრისტალ პალასმა” გამოაგდო
დღეს “კვარა” თუ მბაიე? – 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები – როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი “ვილიარეალი” სიტის” მატჩამდე
“ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის” – 64 წლის ასაკში “ვალენსიას” ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
[VIDEO] მიქაუტაძის აქტიურობას გოლი მოჰყვა – “ვილიარეალმა” “ვალენსია” სტუმრად დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ “ვილიარეალში” მეოთხე გოლი გაიტანა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა “ბრენტფორდთან” მატჩში?
კვარაცხელია და დემბელე კვლავ ერთად – დღეს საინტერესო მატჩებია
“კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა” – ფრანგი ჟურნალისტი
“ლორიენთან” მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] “კვარა” შეცვლაზე – პსჟ-მ “ლორიენთან” დუე და ორი ქულა დაკარგა
L’Équipe: გადაღლილი კვარაცხელია ლიგა 1-ში თავს ზოგავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი შესანიშნავად თამაშობს – საეჭვოა ეს ლუის ენრიკეს მოეწონოს
“დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა” – ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს




