სერია A-ს მე-16 ტურში “ნაპოლიმ” “კალიარი” 2:1 დაამარცხა. მასპინძელთაგან მეორე, გამარჯვების გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
იტალიურმა მედიამ ქართველის თამაში დადებითად შეაფასა, გთავაზობთ მათ კომენტარებს.
“კვარა”, გარისკე და უფრო მეტი გაბედე” – Corriere dello Sport-ი
“ფეხებში ძალიან ბევრჯერ მოხვდა, თავიდანვე მაგრად დაიწყო და არაერთი დრიბლინგი შეასრულა. მიუხედავად უხეშობისა, ხვიჩა არასდროს ნებდება. გატანილ გოლს მისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა” – Tuttonapoli
“კალიარის ფეხბურთელები მონადირეებს ჰგავდნენ, ქართველის დაცვა მსაჯმა ვერ მოახერხა. ხვიჩასგან ისევ ის ძველებური დრიბლინგი და პასები ვიხილეთ, რომლითაც “ნაპოლის” ქომაგებს თავი ასე
შეაყვარა” – Areanapoli
“რა უნდა ვთქვათ “კვარას” შესახებ? ის დაბრუნდა! ოსიმენის გოლის ეპიზოდში შეტევაში მონაწილეობა მიიღო, შემდეგ კი ნიგერიელმა გაატანინა. აღსანიშნავია, რომ ფიზიკურად და გონებრივად დღეს უკეთესად გამოიყურებოდა” – Calcionapoli1926
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.