კვარაცხელიების ოჯახური შეკრება – ლიკა კვარაცხელია ხვიჩა კვარაცხელიას სტუმრობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს – Marao

მოდელი ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ოჯახური შეკრების კადრებს აზიარებს. როგორც ჩანს, ის ოჯახურ გარემოში დაუვიწყარ დღეებს ატარებს.
ფოტოებიდან ირკვევა, რომ ლიკას სტუმრად ქართველი წარმატებული ფეხბურთელი, ოჯახთან ერთად ესტუმრა. ამასთან, როგორც ვიგებთ სპორტის შესახებაც ისაუბრეს. ოჯახურ შეკრებაზე ანა შელიაც, შვილებთან და მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. გულთბილი შეკრება, რომელიც ოჯახური სითბოთი და სიხარულითაა გაჯერებული, სოციალურ ქსელებში ყურადღების ცენტრში მოექცა.
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.
ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა.
ამჟამად წყვილი პარიზში ცხოვრობს. ნიცა პატარა დამიანესთან ერთად ყოველთვის ესწრება მეუღლის თამაშებს.
შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.
ანა შელია სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” დამფუძნებლის, ლიკა კვარაცხელიას და ფეხბურთელ მურთაზ შელიას უფროსი ქალიშვილია. ანას, როგორც მოდელს, თავადაც საკმაოდ საინტერესო კარიერა ჰქონდა საზღვარგარეთ და “რალფ ენდ რუსოს”, “ეტამის” და სხვა ბრენდების ჩვენებებზეც გამოსულა.
ანა შელიას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მან სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, განსაკუთრებით პოპულარული კი 2017 წელს გახდა, როცა მონაწილეობა ბრიტანული მოდის სახლის, Ralph & Russo-ს ჩვენებაში Victoria’s Secret-ის საპატიო სუპერმოდელ ალესანდრა ამბროსიოსთან ერთად მიიღო. ანამ 2018 წელს მორაგბე ლაშა ლომიძეზე იქორწინა. წყვილს უკვე ორი შვილი, ელი და ვატო ჰყავს, რომლებიც საფრანგეთში დაიბადნენ.
ლიკა კვარაცხელია მოდელი, ინფლუენსერი და ბიზნესლედია. მას სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ლიკა არაჩვეულებრივად გამოიყურება – ძნელი დასაჯერებელია, რომ ის უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა.
ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ.
ლიკა ასაკის და მიუხედავად ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. ის კარგი კულინარია და ჯანსაღ და სწორ კვებას დიდ ყურადრებას აქცევს.
ორი განსხვავებული თაობა – სამი ელეგანტური ქალი: ლიკა კვარაცხელიას უმშვენიერესი გოგოები