კვარაცხელია VS სალაჰი კიდევ ერთხელ – ის, რაც მესიმაც ვერ შეძლო…

სეზონის წინ ნაკლებად კი ვიფიქრებდით, რომ ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი ჩვენთვის ასეთი საინტერესო გახდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ასე მოხდა. ერთ-ერთ მთავარ მერვედფინალში ს პსჟ პირველ მატჩში “ლივერპულს” “პარკ-დე-პრენსზე” (48 229) უმასპინძლებს – ოთხშაბათს, 5 მარტს, ჩვენი დროით 23:59 საათზე.
კვარაცხელიას, რომელიც ლიგის პლეი-ოფში გამტანი პირველი ქართველია, ლივერპულელებთან დაპირისირების კარგი გამოცდილება (ნაპოლისთან ერთად) აქვს. ხვიჩამ კიდევ ერთხელ უნდა შეძლოს, ოღონდ ამჯერად, სავარაუდოდ, მარჯვენა ფლანგზე მეტ დროს გაატარებს, ალექსანდრ-არნოლდზე უფრო კი რობერტსონთან დაპირისპირება მოუწევს. ლუის ენრიკე თავადაც დარწმუნდებოდა, ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან
თამი სათანადოდ ვერ ერთვება და კონკურენცია/როტაციის მიუხედავად, სასტარტოში უნდა დაიწყოს.
როგორც ერთ, ისე მეორე კლუბს შიდა ჩემპიონატში ბევრი რამ გადაწყვეტილი აქვს (13-ქულიანი უპირატესობა) და უეფას ყველაზე პრეატიჟულ ტურნირზე მთლიანად გადმორთვა შეუძლიათ. თუკი “ლივერპულისთვის” ქვეყნის ჩემპიონობა ბოლო დროს იშვიათი გახდა, პსჟს ამის პრობლემა საერთოდ არ უდგას. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, პარიზელები მის დაუფლებას ვერაფრით ახერხებენ, ლივერპულელებს კი ამ საქმეში ბოლო დროს მადრიდის “რეალი” უღობავს გზას.
ენრიკეს გუნდმა წაგება დაივიწყა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატი ყველაფრის საზომად მაინც არ გამოდგება. ესპანელ მწვრთნელს ლიგაზე დიდი მიზნები აქვს და სურს, რაც გუნდმა მესის, ნეიმარისა და მბაპესთან ერთად ვერ შეძლო, ახლა მოახერხოს. უკანასკნელი რვა სეზონიდან, პარიზელებმა ხუთჯერ ტურნირი სწორედ ამ ეტაპზე დატოვეს. არნე სლოტის ბიჭებმა ამ სეზონზე ლიგის ფაზის საწყისი 7 შეხვედრა მოიგეს და ბოლოს მხოლოდ პსვსთან დამარცხდნენ.
პსჟს კაპიტანი მარკინიოსი ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩს ჩაატარებს, რაც ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია, კარლოსოს, ალვეშისა და სილვას შემდეგ კი მეოთზე საუკეთესო ბრაზილიური მიღწევაა. 32 წლის მოჰამედ სალაჰი ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შედეგიანი აფრიკელია, ვიდრე დროგბა და ეტოო. მას ამ მონაცემის კოდევ უფრო გაუმჯობესება სურს.
როცა ხვიჩა “ლივერპულს” დაუპირისპირდა…
საინტერესოა, რომ ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე მეტი (2) გოლი ჯეიმს მილნერის ანგარიშზეა. ორივე ამ კლუბის მაისური მამადუ სახოს ჩაუცვამს, რომელიც ახლა ქუთაისის “ტორპედოს” რიგებშია.
მატჩის მთავარი მსაჯი იტალიელი დავიდე მასაა, რომელიც პარიზელების თამაშს ცოტა ხნის წინ, “შტუტგარტთან” მოემსახურა. გასული წლის 24 ნოემბერს მან კვარაცხელიას მონაწილეობით “ნაპოლისა” და “რომას” შეხვედრა განსაჯა.
სავარაუდო შემადგენლობები:
პსჟ: დონარუმა – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – რუისი, ვიტინია, ნევეში – კვარაცხელია(ან დუე), დემბელე, ბარკოლა;

ლივერპული: ალისონი, ალექსანდრ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი – გრავენბერხი, მაკ ალისტერი – სალაჰი, სობოსლაი, გაკპო – დიასი.
სხვა შეხვედრები
სამშაბათი, 21:45 სთ:
ბრიუგე – ასტონ ვილა
23:59 სთ:
დორტმუნდი – ლილი;
პსვ – არსენალი;
რეალი – ატლეტიკო.
ოთხშაბათი, 21:45 სთ:
ფეიენოორდი – ინტერი:
23:59:
ბენფიკა – ბარსელონა;
ბაიერნი – ლევერკუზენი.