სერია A-ს მე-16 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კალიარი“ 2:1 დაამარცხა. მასპინძელთაგან მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ აღნიშნული შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ “კვარასა” და ოსიმენის კარგ თამაშში მარიო რუიმ უდიდესი როლი შეიტანა.
“ნაპოლიმ” ურთულესი თამაში მოიგო, “კალიარი” არასდროს ნებდება და ეს დღესაც გამოჩნდა. მარიო რუის მოედანზე დაბრუნებამ აჩვენა, თუ რამდენად დიდ პრობლემას უქმნიდა გუნდს მარცხენა განაპირა მცველის გარეშე თამაში, პორტუგალიელმა კვარაცხელია ძველებურად აათამაშა”, – განაცხადა სკოტომ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-5 გოლის
გატანა მოახერხა.