“კვარაცხელია უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე გასულ სეზონში იყო” – Sky Sport-ის ჟურნალისტი

Sky Sports-ის კორესპონდენტმა მარკო ბუჩანტინიმ ს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “პარტენოპეის” გარემარბმა გასული სეზონის შემდეგ პროგრესი განიცადა.
“კვარასთვის ეს სეზონი ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე წინა. შარშან ყველა გაანადგურა, მცველებს არ ესმოდათ, როგორ შეეჩერებინათ ქართველი. წელს თამაში განსხვავებულ “ნაპოლიში” მოუწია. სეზონის დასაწყისში კი ფიზიკური პრობლემები ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მას პროგრესი აქვს, გარკვეულ ასპექტებში მოუმატა”, – განაცხადა ბუჩანტინიმ.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 44 მატჩი გამართა, თავი კი 11 გატანილი გოლითა და 9 საგოლე პასით გამოიჩინა.