ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის ფეხბურთელი რომ გახდა, გუნდს საფრანგეთის სუპერთასი რამდენიმე დღის მოპოვებული ჰქონდა და ეს ტიტული ქართველის მდიდრულ მონაპოვარს აკლია. “კვარას” ამის “გამოსწორება” ახლა შეუძლია – დღეს, 8 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე, პსჟ “მარსელს” ქუვეითში, “ჯაბერ ალ-აჰმადზე” (60 000 მაყურებელი) შეხვდება.
მოგეხსენებათ, ლუის ენრიკეს გუნდმა გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო და მარსელელებმა უბრალოდ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს, მაგრამ სუპერთასისთვის დიდ ბრძოლას გამართავენ.
პარიზელებმა აზიაში ცოტა ხნის წინ მსოფლიოს საკონტინენტთაშორისო თასი აღმართეს და ახლა კიდევ ერთი ტიტული სურთ.
პსჟ-მა ჩემპიონატში “მარსელთან” (0:1) წააგო, მაგრამ ცხრილში მათთვის რეალური კონკურენციის გაწევას მაინც ვერ ხერხდება. ამის მიუხედავად, შურისძიებაზე ფიქრი იქნება.
ენრიკემ შესვენების შემდეგ გუნდი ტონუსში მაქსიმალურად მოიყვანა და “პარიზს” (2:1) ისე აჯობა. არ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას და მას პირველად ახლა მოუწევს საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. “კვარას” ფინალები აშკარად გამოსდის.
ჰაკიმი და მბაიე აფრიკის თასზე არიან, საფონოვსა და ლის კი ტრავმები აწუხებთ. ბოლო შეხვედრაში გოლების ავტორები, დემბელე და დუე სასტარტოში იქნებიან და მათ ხვიჩა კვარავლცხელიაც დაემატება.
პსჟ საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია [VIDEO]
[VIDEO] “საბედნიეროდ, ბურთით უკეთესად თამაშობს” – როგორ დასრულდა კვარაცხელიასთვის თოვლის ბაბუის აწყობის მცდელობა
ლორან ბლანი: “ბორდოსთან” მატჩი რთული იყო
“საშინლად თამაშობს” – ჟურნალისტმა ზაბარნი გააკრიტიკა
ლუის ენრიკემ “პარიზთან” მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა – მოედანზე “ხალიჩა” იყო გადაფარებული
მეექვსე ტიტულისთვის – “კვარამ” ივარჯიშა და ქუვეითში გაემგზავრა
ხვიჩას გარეშე – პსჟ-მ ნაკლებად სანახაობრივ პარიზულ დერბიში გაიმარჯვა
ზედიზედ მესამედ, ისტორიაში მეხუთედ: პსჟ საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია [VIDEO]
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: 100 პროცენტით მზად ჯერ არ ვარ
60 000-იან სტადიონზე ფრანგი ფანები არ იქნებიან – ქუვეითში გასამართი პსჟ “მარსელის” სუპერთასის მატჩის უცნაური დეტალები
ფრანგი ჟურნალისტი: “კვარას” მეორე სუნთქვა უნდა გაეხსნას – მსგავსი ფეხბურთელი ყოველ ზამთარს ხელმისაწვდომი არაა




