“ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და პრიზს 26 ოქტომბერს “ლეჩესთან” საშინაო მატჩის დაწყებამდე გადასცემენ.
კვარაცხელიას კონკურენტები სანტიაგო კასტრო (ბოლონია), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი), პატრიკ კუტრონე (კომო), ფედერიკო დიმარკო (ინტერი) და კრისტიან პულიშიჩი (მილანი) იყვნენ.
ხვიჩა სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი ამ სეზონში პირველად, კარიერაში კი მეოთხედ გახდა. ის გასულ სეზონში ორჯერ, ხოლო ამ სეზონში ერთხელ იყო ნომინანტებში.
ქართველმა სექტემბერში ჩემპიონატის 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.