კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს სიმბოლურ გუნდში მოხვდა

Whoscored-მა “ნაპოლის” გარემარბი სერია A-ს აგვისტოს თვის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
ანალიტიკური საიტისგან კვარაცხელიამ 7.97 საშუალო შეფასება მიიღო. მასზე მაღალი ქულები მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა – მარკუს ტიურამმა (ინტერი) და კენან ილდიზმა (იუვენტუსი) დაიმსახურეს.
მეკარე: ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი (ტორინო, 7.71)
მცველები: ლაუტარო ჯანეტი (უდინეზე, 7.72), სტრაჰინია პავლოვიჩი (მილანი, 7.62), საულ კოკო (ტორინო, 7.46)
ნახევარმცველები: ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი, 7.33), კენან ილდიზი (იუვენტუსი 7.98), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი, 7.42), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, 7.97), სამუელ მბანგულა (იუვენტუსი, 7.95)

თავდამსხმელები: მარკუს ტურამი (ინტერი, 8.27), დუშან ვლაჰოვიჩი
(იუვენტუსი, 7.75)