კვარაცხელია სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა

AreaNapoli “რეპუბლიკაზე” დაყრდნობით იტყობინება, რომ “ნაპოლის” გარემარბი მეუღლის მშობიარობის გამო სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა.
გამოცემის ცნობით, კვარაცხელია “ვერონასთან” მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როგორც ჩანს, სერიოზული არაფერი სჭირს და კლუბის ნებართვით სამშობლოში გამოემგზავრა.
აღნიშნულია, რომ ხვიჩა ნეაპოლში დაბრუნებისთანავე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიდი ალბათობით 25 აგვისტოს “დიეგო მარადონაზე” “ბოლონიასთან” ითამაშებს, რამეთუ ცენტრალური თავდამსხმელის არყოფნისას, გუნდისთვის ქართველის გარეშე დარჩენა, კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში