კვარაცხელია: სადაც პატივისცემით გექცევიან, ბედნიერი იქნები

სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა:
“პსჟში მართლაც ბედნიერი ვარ. სადაც პატივისცემით გექცევიან, იქ აუცილებლად ბედნიერი იქნები. ასევეა საქართველოს ნაკრებშიც.
მხითარიანთან ნაკრებზე საუბარი არ მქონია. სომხეთის ნაკრების თამაშს თვალს ვადევნებდი. კარგად მიდიან, ვითარდებიან და იმედია, მომავალში მეტი შესაძლებლობა ექნებათ.
იმ ისტორიული მატჩის შემდეგ “დინამო არენაზე” პირველად ვითამაშებთ. აქ ბევრი დადებითი ემოცია გადაგვხდა და გვიხარია რომ ვბრუნდებით.
პსჟმ ბევრი რამ მომცა. მეხმარებიან, მეტი ვიმუშაო. ლუის ენრიკესთან მუშაობა საინტერესოა. გუნდში კარგი
განწყობაა. ეს ყველაფერი ნაკრებშიც მეხმარება.
მე და მიქაუტაძე ერთმანეთს არ ვეჯიბრებით, მთავარია, ნაკრებისთვის ერთად ბევრი გავიტანოთ.
მადლობა იტალიას, იქ თბილად მიმიღეს და კარგი სამი წელი გავატარე. ქართულ ფეხბურთში ყველაფერი კარგად მიდის, ბევრ ბავშვს უნდა ფეხბურთელობა და ბევრი ტალანტი გამოჩნდება. შეიძლება, ახლა მაგალითად, არგენტინა ჩვენზე წინაა, მაგრამ ლეგენდარული ფეხბურთელები გვყავდა და ისევ გვეყოლება.
ჩემ ძმას დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.”
უსამშობლოები,ქართველთ მოძულეები,ქართველი პატრიოტი ნიჭიერი ბიჭების წარმატებებით დაბოღმილი პატარა კაცუნიები,გარე ძალების ხელის ბიჭები გულზე სკდებიან ჩვენი ფეხბურთელების,განსაკუთრებით კვარაცხელიას წარმატებებზე,ამათი…

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში