“ნაპოლის” ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გაავრცელა. თამაში, სახელწოდებით – “ვინ ვარ მე” შედგა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ამირ რაჰმანის დაუპირისპირდა.
შეგახსენებთ, დღეს, 18 იანვარს, იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში, “ნაპოლი” “ფიორენტინას” დაუპირისპირდება. მატჩი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.