“კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ Canale 8-ზე “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა:
“რა შეცვალა კალცონამ? თუ მხოლოდ ფსიქოლოგიურ ასპექტზე ვილაპარაკებთ, მათ დათვურ სამსახურს გავუწევთ. გუნდმა კომპაქტურობა დაიბრუნა, ზონებს შორის სივრცეებს აღარ ტოვებს, რაც ადრე სერიოზული პრობლემა იყო და მეტოქე იმაზე გაცილებით მეტად სარგებლობდა, ვიდრე ეს ბოლო ოთხ მატჩში მოხდა – 20 წუთი “ბარსელონასთან” და 4-5-ჯერ “იუვენტუსთან”.
ოთხი საკვანძო ფეხბურთელი ჰყავთ: ანგისა, ლობოტკა, კვარაცხელია და ოსიმენი. იპოვნეს სლოვაკი რეჟისორი, რომელიც დაკარგული ჰყავდათ, აგრეთვე იშვიათი ათლეტური, რეიდერული უნარების მქონე მოთამაშე (ანგისა იგულისხმა). მის
მიერ “სასუოლოსთან” ქუსლით გაკეთებული პასი ამ სეზონში “ნაპოლის” ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო, არა მარტო ამ გუნდის, არამედ მთელი ჩემპიონატის, ისევე როგორც “კვარას” გოლი.
ოსიმენმა ოთხ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და პენალტი ვერ გამოიყენა, ხოლო ქართველმა სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. თუ ვიქტორი შეუცვლელია, ხვიჩა, ალბათ, ცოტათი უკეთესია. ის ახალი ტიპის, თანამედროვე მოთამაშეა, რომელიც გარკვეულ მომენტებში მატჩის ბედის გადაწყვეტაში გეხმარებათ, როდესაც ფიქრობთ, რომ მათი გადაწყვეტა აღარასოდეს არ შეგიძლიათ. ოსიმენი სხვაა: ფიზიკურად უფრო ძლიერია, მაგრამ ნაკლებად გენიალური”.