კვარაცხელია „ნაპოლის“ დატოვებას არ აპირებს – SkySports-ის ჟურნალისტი

კვარაცხელია „ნაპოლის“ დატოვებას არ აპირებს – SkySports-ის ჟურნალისტი
SkySports-ის იტალიური ბიუროს ჟურნალისტმა, სატრანსფერო ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ რადიო Marte-სთან ინტერვიუში ს მომავალზე და „ნაპოლისთან“ კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრა. მარკეტიმ განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი კლუბის დატოვებაზე არ ფიქრობს.
„რამდენიმე დღის წინ კრისტიან ძაკარდოს შევხვდი, რომელიც „ნაპოლიში“ კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობდა, მისი თვითდაჯერებულობა დადებითად მენიშნა. სწორედ ამის გამო ვფიქრობ, რომ შეიძლება კვარაცხელიასთან მოლაპარაკება პოზიტიურად წარიმართოს.
კრისტიანთან საუბარისას მივხვდი, რომ კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით ორმხრივი ინტერესი არსებობს. როგორც ჩანს, ხვიჩა „ნაპოლის“ ახალი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და სეზონის გმირია. მას კონტეს ხელმძღვანელობით შეუძლია წარმატებას მიაღწიოს.
ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევაში რეალური პრობლემა არა ფეხბურთელის ხელფასი, არამედ გამოსასყიდი თანხის ოდენობაა. კვარაცხელიას გარემოცვა აცნობიერებს, რომ რაღაცის დათმობა მოუწევთ, მაგრამ იმავეს მოითხოვს კლუბისგან, რომელიც ყველა მიმართულებით თავისას ვერ გაიტანს.
ვითარების შეფასებას ნუ იჩქარებთ – გამოსასყიდი თანხის დაფიქსირება არ ნიშნავს, რომ კვარაცხელიას გუნდიდან წასვლა სურს. ქართველი „ნაპოლიში“ თავს კარგად გრძნობს და არ ჩანს იმის ნიშნები, რომ გუნდის დატოვებას აპირებს“, – ამტკიცებს მარკეტი.