ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოში “ნაპოლის” საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, – ამის თაობაზე კლუბის საიტი იტყობინება.
კვარაცხელიამ გამოკითხვაში გულშემატკივრებისგან ყველაზე მეტი ხმა და MVP-ის ჯილდო მიიღო. მან აგვისტოში ოთხ მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ხვიჩა გასულ თვეში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის იყო წარდგენილი, მაგრამ MVP “ინტერის” თავდამსხმელი მარკუს ტიურამი გახდა.