კვარაცხელია “დიუნკერკთან” ავადმყოფობის გამო ვერ ითამაშებს

საფრანგეთის თასის ნახევარფინალში პსჟ “დიუნკერკს” დაუპირისპირდება. პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში, ზაირ-ემერი, ვიტინია, ნევეში, დუე, ბარკოლა, დემბელე.
RMC Sport-ის ცნობით, “პარი სენ ჟერმენის” გარემარბი დღეს დილით ავად გახდა, კლუბმა თავი დაიზღვია და ის პარიზში დაბრუნდა.
შეხვედრა ლილში „პიერ მორუაზე“ თბილისის დროით 23:10 საათზე დაიწყება.