კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe წერს, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში “ჩელსისთან” 0:3 მარცხის შემდეგ, პსჟ-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ შეტევითი ხაზი გააძლიეროს და ამისთვის ორი ვარიანტი აქვს.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, რომ ერთ-ერთი მათგანი “ნაპოლის” საკუთრებაში მყოფი ვიქტორ ოსიმენი გახლავთ, მეორე კი “მილანის” შემტევი რაფაელ ლეაო.
ჩვენი ფრანგი კოლეგები წერენ, რომ პარიზელთა სპორტული დირექტორი ლუის კამპოსი უკვე დაუკავშირდა ნიგერიელის წარმომადგენლებს, რაც “გალათასარაისა” და “პარტენოპეის” თითქმის მიღწეულ შეთანხმებას თავდაყირა აყენებს.
ახლა უკვე არსებობს ალბათობა იმისა, რომ ხვიჩასა და ვიქტორის დუეტი უკვე “პარკ დე ფრანსზე” აღდგეს. ინფორმაციისთვის, პსჟ-ის ოსიმენის გადაბირება ადრე კვარაცხელიასთან ერთად სურდა, თუმცა მაშინ “ნაპოლისთან” შეთანხმებას ვერ მიაღწია.
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება” – პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
Ballon d’Or 2025. რეიტინგი განახლდა – კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
“სულელი ვარ” – ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
Ballon d’Or 2025. რეიტინგი განახლდა – კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ – არა
ოსიმენმა გადაწყვეტილება მიიღო – ნიგერიელის ახალი გუნდი საბოლოოდ გაირკვა?
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა – არავითარი “განვადება”, 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
მიზეზი ფულია – თურქი ჟურნალისტი ოსიმენის “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
“ნაპოლი” ოსიმენს ემუდარება – ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს – “ნაპოლი” ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება
დარვინი “ნაპოლის” უახლოვდება – ნუნუესი სავარაუდოდ, “პარტენოპეის” ფორვარდი გახდება
ოსიმენი “განვადებით” – ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება
“ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ” – იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა – ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?