კვარაცხელია და მიქაუტაძე ერთდროულად ითამაშებენ – როცა ხვიჩამ დუბლი შეასრულა…

შაბათს ჩვენთვის საინტერესო ორი მატჩი კვლავ ერთმანეთს ემთხვევა. 23:00 საათზე ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” ბილბაოს “ატლეტიკს” უმასპინძლებს, 5 წუთის შემდეგ კი საფრანგეთში (მე-6 ტური) ს პსჟ – “ოსერს”.
“ესტადიო დე ლა კერამიკაზე” “ვილიარეალი” წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება, რის გამოც “რეალსა” და “ბარსელონას” შემდეგ მესამეა, გიორგი მიქაუტაძე კი შედეგიანობის გაზრდას (უკვე გოლი და საგოლე პასი აქვს).
“ყვითელ წყალქვეშა ნავს” “ატლეტიკთან” გამარჯვების კარგი სტატისტიკა არ აქვს, ბოლო 56 მატჩიდან მხოლოდ 18 მოიგო (ფრე ხშირია), უკანასკნელ ოთხ დაპირისპირებაში კი არ გაუმარჯვია(2 ფრე, 2 წაგება).
“ვილიარეალში” ტრავმები არის. შეტევაში მიქაუტაძე და პეპე იქნებიან, ბოლო შეხვედრაში დასვენების საშუალება მაქსიმალურად რომ მიეცათ, ფლანგებზე კანადელი ბუშანანი და წინა მატჩში ქართველის პასით გოლის ავტორი, სოლომონიც () უნდა ვიხილოთ. “ბილბაოს” მხარეს მთავარი სიახლე ტრავმირებული ნიკო უილიამსის დაბრუნება იქნება, ვის გარეშეც აშკარად უჭირთ.
პსჟ-მა წააგო და ლიდერობა დაკარგა, ეს კი ხშირად ნამდვილად არ ხდება. ლუის ენრიკეს გუნდი ცოტათი გაბრაზებული იქნება, ამავდროულად კი უსმან დემბელეს მოპოვებული “ოქროს ბურთის” შემდეგ ფეხბურთელებმა ოჯახის წევრებთან ერთად წვეულება გამართეს და კარგ ხასიათზე მოვიდნენ.
დემბელე და დუე კვლავ არ იქნებიან, ჟოაო ნევეშის დაბრუნება კი შესაძლებელია.
“ოსერი” ის გუნდია, რომელსაც 17 მაისს ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეუსრულა, ჯერ ფაბიან რუისის პასით გაუტანა, ბოლოს კი – მაიულუს. “კვარამ” იმ შეხვედრაში საუკეთესო შეფასება, 8.9 მიიღო. ასეთი ფაქტები მოწინააღმდეგეებს სულ განსაკუთრებით ახსოვთ, ქართველ ფეხბურთელზე კი ახლაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
“პარკ დე პრანსის” სტუმრები ამ სეზონზე უკვე სამ შეხვედრაში კაცნაკლულნი დარჩნენ და იმედია, არბიტრის მხრიდან უხეშობას დიდი ყურადღება მიექცევა, რაც კვარაცხელიას შემთხვევაში განსაკუთრებით შეიმჩნევა.
ბოლოს, როცა პარიზელები “ოსერთან” შინ დამარცხდნენ, 2009 წელი იყო, ასე რომ, სტუმრებს სასწაულის იმედი თუ ექნებათ.
“შტურმის” მწვრთნელი: კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდა – მხოლოდ მოედანზე ყოფნითაც კი მეტოქისთვის სახიფათოა
“რეალი” “არსენალიდან” თავისი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებას შეეცდება
“სიტი” პსჟ-ს კიდევ ერთი ვარსკვლავის გადაბირებას ცდილობს
“სიტყვები არ მაქვს, ალ ხელაიფი ჩემთვის მამასავითაა. ჩემს ამჟამინდელ და ძველ კლუბებს მადლობას ვუხდი” – უსმან დემბელე
“პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ჩემს სხეულზე ზრუნვა დავიწყე, მაგრამ ბურგერებსა და პიცაზე უარს ვერ ვიტყვი” – უსმან დემბელე
“იმსახურებდა თუ არა “ოქროს ბურთის” სიაში მე-12 ადგილზე გასვლას?” – სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] აი, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი. მიქაუტაძის დამსახურებით – “ვილიარეალმა” “სევილიას” მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა
მიქაუტაძე შევიდა და “თამაში გააკეთა” – როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
El Gol Digital-ი მიქაუტაძეზე: სარეკორდო ინვესტიცია ამოქმედდა – “ვილიარეალს” შეუძლია თანხა სამმაგად აინაზღაუროს
დღეს ორი მაგარი მატჩი ერთდროულად გვაქვს – მამარდაშვილი და მიქაუტაძე
[VIDEO] აკი კარში ვერ ურტყამსო – მიქაუტაძის ნანატრი გოლი და “ვილიარეალის” გამარჯვება
“მარსელთან” მატჩში პსჟ-ს სასატარტო შემადგენლობა ცნობილია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ “მარსელთან” 0:1 მარცხდება
[VIDEO] პსჟ “მარსელთან” 0:1 დამარცხდა – ლიგა 1-ში ოთხხელისუფლებიანობაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “მარსელთან” მატჩში?
2025 წლის “ოქროს ბურთის” გამარჯვებული უსმან დემბელე გახდა