კვარაცხელია და მიქაუტაძე გოლგაუშვებელ ესპანეთს ემუქრებიან – გზა, სადაც გერმანია და საფრანგეთიცაა…

ევროპის ჩემპიონატი პლეი-ოფის ეტაპზე გადავიდა. ჯერაც დაუჯერებელია, რომ აქ საქართველოს ნაკრებიცაა და ახლა მისი მატჩის პრევიუს ვკითხულობთ. მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით – კვირას, 30 ივნისს, კიოლნის “რაინ ენერგიზე”, თბილისის დროით 23:00 საათზე.
“ფურია როხამ” 2008 წლის შემდეგ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა პირველად მოიგო. ესპანელენს ჯერ გოლი არ გაუშვიათ, 4 “მშრალი” კარი კი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონიათ. საუბარია პერიოდზე, როცა ესპანელთა გლობალური ბატონობა მიმდინარეობდა.
დე ლა ფუენტემ მესამე ტურში როტაცია მოახდინა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. გიორგი მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირია
(3 გოლი, 1 საგოლე პასი). მისი და ს მძლავრი დუეტი მეკარე სიმონის გოლგაუშვებელ კარს სერიოზულად ემუქრება.
წილისყრის ეს ნახევარი მძიმეა, მომდევნო პოტენციური მეტოქები გერმანია (მეოთხედფინალში) და საფრანგეთი (ნახევარფინალში) არიან, ასე რომ, ვილი სანიოლის გუნდს ყველანაირი წნეხი მოხსნილი აქვს.
ესპანეთის ნაკრებს ხანდახან ჩვევია, აუტსაიდერთან დამარცხდეს. ასეთი იყო მაროკო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, უფრო ადრე … ასეთ დროს ისინი სათამაშო უპირატესობას ფლობენ, რასაც ტაბლოზე ვერ ასახავენ…
საქართველოს ნაკრებს ბოლო პერიოდში ერთი დიდი ჩავარდნა ჰქონდა და ეს ესპანეთის ნაკრებთან შინ (1:7) იყო. “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ ამბავს აღარ დაუშვებს. “ჯვაროსნების” კარისკენ ჩემპიონატში ყველაზე მეტი (71) დაარტყეს, აქედან კარში 24 წავიდა, “მამარდას” ანგარიშზე 20 “სეივია”. რაც შეეხება “კვარას”, მას ესპანელთათვის შინაც გატანილი აქვს და სტუმრადაც…
“ბეტისის” ფორვარდ აიოზე პერესისა და “რეალის” მცველ ნაჩოს თამაში საეჭვოა, მაგრამ უკეთ არიან. ესპანელთა რიგებში დანი ოლმო და ფერან ტორესი გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ სასტარტოში მაინც ლამინე იამალი და ნიკო უილიამსი იქნებიან. ანზორ მექვაბიშვილი ტრავმირებულია, სოლომონ კვირკველიასა და გიორგი წიტაიშვილს კი ახლა სასტარტოში ველით.
სავარაუდო შემადგენლობები:
ესპანეთი (4-3-3): სიმონი – კარვახალი, ლე ნორმანდი, ლაპორტი, კუკურელია – როდრი, პედრი, რუიზი – იამალი, მორატა, უილიამსი;
საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი- კვირკველია, კაშია, დვალი – კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი – ჩაკვეტაძე – კვარაცხელია, მიქაუტაძე
მსაჯი: ლეტექსიე (საფრანგეთი)
ღვთისავარ ანთაძე აახენი – კიოლნი

კიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად – საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება

ასევე დაგაინტერესებთ