კატალონიურმა El Nacional-მა დღეს დაწერა, რომ “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს შეხვდა და “ბლაუგრანას” მმართველს ქართველის ტრანსფერი მომავალ ზაფხულს სურს.
Mundo Deportivo ჩვენებურის გარდა კიდევ ოთხ ვარსკვლავზე წერს, რომელთა ნახვაც კატალონიელთა პრეზიდენტსა და გუნდის მწვრთნელს ჰანსი ფლიკსს სურს.
ირკვევა, რომ “ბარსელონას” მიზანი შეტევის გაძლიერებაა და მათ სიაში ნიკო უილიამსი, რაფაელ ლეაო, მოჰამედი სალაჰი და ლეროი სანე არიან.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორს თავიანთ კლუბებთან ამ ზაფხულს კონტრაქტი უსრულდება, ხელი ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე კი არ მოუწერიათ.