კვარაცხელია და დი ლორენცო „ნაპოლიში“ რჩებიან

„ნაპოლის“ პირველი ვარჯიში კასტელ დი სანგროში გაიმართა და ყველა ყურადღებას აქცევდა გუნდის კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოსა და ს, რომლებიც, სატრანსფერო ჭორების მიუხედავად, გუნდში რჩებიან, – ამის შესახებ „არეა ნაპოლი“ წერს.
„დღეს „ნაპოლიმ“კასტელ დი სანგროს ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა. გუნდის მწვრთნელის, ანტონიო კონტეს განკარგულებაში ყველა ის მოთამაშე იმყოფებოდა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს.
ყურადღების ცენტრში იყვნენ ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში სატრანსფერო ჭორების ცენტრში იყვნენ. თუმცა კლუბი ყოველთვის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო მათი შესაძლო გასხვისების. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამას არც განიხილავდა. ის ანტონიო კონტეს უკვე დაჰპირდა, რომ ორივე ფეხბურთელი ახალი პროექტის მონაწილე იქნება. დი ლორენცოც და კვარაცხელიაც გუნდს ცუდი სეზონის შემდეგ ვითარების შეცვლის სურვილით შეუერთდნენ. ჩვენმა კამერამ დააფიქსირა მათი ხელის ჩამორთმევა, როგორც ერთგვარი შეთანხმება „ნაპოლის“ მომავლის გადატვირთვის შესახებ.
ეს ორი მოთამაშე სიმბოლოა ახალი „ნაპოლის“ და გუნდისთვის ბევრის მიცემა შეუძლიათ. კონტე მათ ბედნიერი სახით უყურებდა და მშვიდადაა, რადგან საბოლოოდ გადაწყდა, რომ მათთან მუშაობა შეუძლია“, – წერს „არეა ნაპოლი“.
პირველი არხი