ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან დამაჯერებელი პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატში მე-9 ტურის მატჩს “ბრესტთან” სტუმრად ჩაატარებს – დღეს, 19:00 საათზე.
პარიზელები ცხრილის ლიდერები არ არიან, რაც იშვიათი და გასაკვირი ამბავია. ფაქტია, ლუის ენრიკე შიდა ასპარეზზე როტაციას დიდი დოზით მიმართავს, ამას ტრავმებიც ემატება და ყველაფერი ეს შედეგებზეც აისახება.
ოთხი მატჩია, “ბრესტს” არ წაუგია, მეხუთედ ამის გაკეთება კი მათთვის სერიოზული მიღწევა იქნება, თანაც მოქმედ გამარჯვებულთან.
პსჟ-ს ნევეში და რუისი კვლავ ვერ დაეხმარება. კვარაცხელია და დემბელე დაბრუნდნენ და გაიტანეს კიდევ, მაგრამ არავინ იცის, ესპანელი მწვრთნელი ძალებს როგორ გადაანაწილებს, წინ ხომ შუა კვირის ტურიცაა.
ლიგა 1-ის ბოლო ოთხ მატჩი პარიზულ გრანდს მხოლოდ ერთი მოგება აქვს. რაც შეეხება “ბრესტთან” ურთიერთდაპირისპირებას, წაგება 40 წლის წინ იყო.
მოგეხსენებათ, ეს გუნდები თებერვალში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში შეხვდნენ. ორი მატჩის ჯამში 10:0 დაფიქსირდა და გოლი ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა. ცოტა ადრე, ჩემპიონატში პარიზელებმა ბრესტელებს 5 გაუტანეს.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე – ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, მენდეში – ზაირ-ემერი, ვიტინია, ლი – კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა.
დღეს, 23:00 საათი (პარალელურად)
ინგლისი. პრემიერლიგა
ბრენტფორდი – ლივერპული(გიორგი მამარდაშვილი);
ესპანეთი, ლა ლიგა
ვალენსია – ვილიარეალი(გიორგი მიქაუტაძე).
· Lasha კომენტარებს ძირითადად ფეხბურთის ზერელედ მცოდნენი აკეთებენ! კვარა და დემბელე ბაიერნისთვის ემზადებიან და შესაბამისად მეორე ტაიმში მე-60 წუთზე შემოვლენ გასავარჯიშებლად! ამას რო ვერ ხვდები ესე იგი აზრზე არ ხარ!!!!
· giorgi შენ ჩემო ძმაო ან ღადაობ ან ფეხბურთის გარტყმაში არ ხარ. რა ზაბარინი მაგი არის ნაჯახი რაც შეეხება შევალიეს რა უნდა საერთოდ მაგას პსჟ? ძაან დაბალი დონის მეკაერეააა.დონარუმას რო გუნდიდან გაუშვებ და შევალიეს იყიდი მანდ დაამთავრე ფეხბურთზე ლაპარაკი, ფრანგის და პიარს უკეთებენ
· Beqa ზურა რა ცუდი კაცი ხარ ეცადე ბოღმამ არ დაგარჩოს
· ლობოტკას და ის რუსი მეკარე რა კარგი ტიპია, არა?
· Lobotka მთავარია ზაბარნის არ შეეხოს როტაცია და შევალიეს,ორივე “გენიალურები” არიან…
· jo joba ზურა ოროსანო, გსიამოვნებს ალბათ შენ,დედაშენს და ოჯახის წევრებს რო აღმატებულ ფორმაში იხსენიებს ათასობით გულშემატკივარი და! ერთხელ, სსრკ-ს დროს სურენას კითხეს, ყველაზე დიდი კაიფი რა არისო და სურენამ უპასუხა, მარაკანაზე სსრკ და ბრაზილია თამაშობს ფინალსო და 90 წუთზე, 0-0-ზე მე ვატყამ პენალტს, ვაცილებ და ამის მერე, სსრკ-ში მცხოვრები 250 მილიონი კაციდან, ერთი ორასი მილიონი რომ მაგინებს, სურენ შენი……ო ე, მაგია კაიფიო. ასე ხარ მგონია შენც.
· zura222 კარგით რა დავით, ფრანგული თუ იცით წაიკითხეთ რა იწერება იქაურ ფორუმებზე, მე კიდევ ძაან რბილათ ვთქვი აქ DDD
· დავითი სისულელეა,ენრიკემ კარგად იცის ვინაა კვარა,რა ბარკოლა,შედარებაც არ შეიძლება,ძალიან სუსტია კვარასთან შედარებით.კვარა არის ფეხბურთელი,რომელსაც კარგ ფორმაში მყოფს უმნიშვნელოვანეს მატჩებში გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეუძლია,ის ქმნის განსხვავებას.ლიგა ერთში მას ნორმალურად არც უთამაშია და რასაც ვატყობ თავსაც არ იკლავს იქ.პსჟ მაინც გახდება ჩემპიონი კვარას გარეშეც,აი ,ჩემპიონთა ლიგა სხვააა,აქ კვარა გუნდს ჰაერივით ჭირდება.
· zura222 ხო დამავიწყდა მეთქვა რო მამარდაზე საერთოთ გაგიჟებული არიან იქაური ფანები და კელეჰერს ნატრულობენ, ყველა ბურთს უშვებსო მამარდა.
· zura222 სამწუხაროთ ხვიჩა პესეჟეში ყველაზე სუსტია და ფრანგულ ფორუმებში აქტიურად განიხილება საკითხი მისი სხვა გუნდში განათხოვრების შესახეფ. ვითომ გოლების მანქანა მიქაუტაძეზეც იმავეს წერენ სხვა და შორის.
· A როტაციაში კი არა, სათადარიგოში, იმიტომ რომ ბარკოლა უკეთესად თამაშობს
იქნება კვარაცხელია სასტარტოში? – Le Parisien-ი პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს
იქამდე მამარდაშვილი ითამაშებს – სლოტმა ალისონის დაბრუნებაზე კომენტარი გაკეთა
“მიქაუტაძესთან დაკავშირებით საშიშროება არსებობდა” – “სიტისთან” მატჩამდე მარსელინომ ქართველზე ისაუბრა
ორივე ქართველი სასტარტოშია. კვარაცხელია “ბაიერს” შეუტევს, მიქაუტაძე კი – “სიტის”
[VIDEO] 2:7. “კვარას” გოლი პლუს საგოლე პასი, ორი გაძევება, ორი პენალტი და პსჟ-ს მიერ “ბაიერის” განადგურება
მიქაუტაძის 66 წუთი – “მანჩესტერ სიტიმ” “ვილიარეალი” უშანსოდ დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
კვარაცხელია: მეგონა, ბურთი კარს ავაცილე და ცოტა შემეშინდა
რას ნიშნავს კვარაცხელიას გოლის აღნიშვნა? – Le Parisien-ი განმარტავს
“ვილიარეალთან” თამაში ძალიან რთულია, რადგან ტოპ გუნდია” – გვარდიოლას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
“კვარა” – ზღაპრის გმირობა, რწმენა და ლიგის ზედიზედ მოგება
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა
[PHOTO] “სიტისთან” მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
მამარდაშვილი “აინტრახტთან” სასტარტოშია, ქოჩორაშვილი “მარსელთან” სათადარიგოა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ – მამარდაშვილის “ლივერპულმა” “აინტრახტი” დაჯაბნა
[VIDEO] სასიამოვნო კადრები – როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი “ვილიარეალი” სიტის” მატჩამდე
რას უპირებს ენრიკე ზაბარნის საშინელი მატჩის შემდეგ – კომენტარი ქალთა გუნდის ყოფილმა მცველმაც გააკეთა
იქამდე მამარდაშვილი ითამაშებს – სლოტმა ალისონის დაბრუნებაზე კომენტარი გაკეთა
იქნება კვარაცხელია სასტარტოში? – Le Parisien-ი პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობას ასახელებს
მიქაუტაძის გარეშე – “სიტისთან” მატჩამდე “ვილიარეალმა” “ბეტისთან” გამარჯვება ხელიდან გაუშვა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში?
დღეს – კვარაცხელია დაბრუნებულ დემბელესთან ერთად, მიქაუტაძე “სიტის” დასამწუხრებლად
რატომ ჩაითვალა მამარდაშვილის კარში პირველი გოლი – VAR-ის გადაწყვეტილების მიზეზი სადავო ეპიზოდზე
[VIDEO] “რა დაემართა ჩვენს გუნდს?! ეს სასაცილო აღარაა!” – “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხის შემდეგ გაბრაზებულმა ალექსანდერ-არნოლდის ძმამ მიმართვა გაავრცელა




