“კვარაცხელია ბრენდი “K” – ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის” – ფრანგული მედია ხვიჩაზე

ფრანგული გამოცემები „რენთან“ მატჩში პსჟ-ს გარემარბის ს თამაშით აღფრთოვანებული არიან. რამდენიმე ამონარიდს შემოგთავაზებთ.
„ეკიპი“: „მ დიადი შეხვედრა ჩაატარა და აბდალჰამიდ აიტ ბუდლალს კოშმარული საღამო მოუწყო. პსჟ-მ ბრწყინვალე ქართველის წინამძღოლობით გაანადგურა მეტოქის დაცვა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ლიდერ „ლანსს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ყველაზე მაღალი შეფასება ჩვენგან „კვარამ“ დაიმსახურა (8), ყველაზე დაბალი კი – ბუდლალმა (2)“.
გამოცემამ გაზეთის პირველ გვერდზე ხვიჩას სურათი გამოაქვეყნა წარწერით: „კვარაცხელია – ბრენდი „K”.
„პარიზიენი“: „ამ სეზონში არასტაბულური „კვარასთვის“ გამოღვიძების დრო დადგა, დუბლი შეასრულა და წელს უდავოდ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგის რეჟიმში, ისეთი როგორიც „ატალანტასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ დაპირისპირებაში, როცა ბრწყინავდა. როგორც იქნა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დედაქალაქში გადმობარგებულმა, ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს მუდამ ამ გუნდში ასპარეზობდა, რამეთუ ადაპტაცია მყისიერად გაიარა, თუმცა სეზონის დასაწყისიდან ორი სახე აჩვენა.
კარიერაში მეათე დუბლი შეასრულა, რომელიც ნამდვილი საშობაო საჩუქარივით გამოიყურება, ოღონდ იმ პირობით, რომ საბოლოოდ გააღვიძებს საკუთარ თავში „კვარადონას“.
Foot Mercato: „ფენომენმა კვარაცხელიამ ისევ დაიპყრო „პარკ დე პრენსი“. შაბათ საღამოს ლამაზი დინამიკა აჩვენა, რაც ისევე მნიშვნელოვანია ჩვენს პირველობაზე, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე. 24 წლის ქართველი გამარჯვების ჭეშმარიტი შემოქმედი იყო, „რენის“ მცველებთან ბურთაობით ხალისობდა, კერძოდ თავისი მოქმედებებით პშემისლავ ფრანკოვსკი აგონიაში ჩააგდო. გარღვევებით, მთელი ტექნიკური პალიტრის დემონსტრირებით გააბითურა მოწინააღმდეგის დაცვა და ჩვენგან 8.5 ქულით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა აღიარებული. ევროარენაზე სანაქებოდ ასპარეზობის ფონზე ხშირად აკრიტიკებდნენ ლიგა 1-ში ნაკლებად მონდომებისათვის, თუმცა ამჯერად სულ სხვა რამ დაამტკიცა“.
გაბრაზებული “კვარავაჯოს” დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
“რენთან” მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] აკი ვერ თამაშობს კარგადო – ხვიჩამ დუბლი შეასრულა და კრიტიკოსებს უპასუხა
გაბრაზებული “კვარავაჯოს” დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
ლუის ენრიკე: საფონოვზე დაქორწინებული არ ვარ