ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მატჩის წინ Nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა:
“ბოლო თამაში, ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, ისე მოვემზადოთ, ისევ ისე ვიშრომოთ, როგორ აქამდე ვაკეთებდით. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს აქვს იმის რესურსი, რომ წარმატებული იყოს, როგორც 2024 წელს – გავაკეთოთ ყველაფერი და წინ ვიაროთ. გვყავს ის ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემი აზრით, განვითარება შეუძლიათ”.