“ნაპოლიმ” ბოლო ორ მატჩში, “ჟირონასთან” და “მოდენასთან” შთამბეჭდავად ნამდვილად ვერ ითამაშა. მიუხედავად ამისა, ნეაპოლური გუნდის ყოფილი მწვრთნელის, ვალტერ ნოველინოს აზრით, მათ წარმატებული სეზონი ელით. ამის შესახებ მან რადიო CRC-ის ეთერში ისაუბრა:
“ანტონიო კონტე ძალიან კარგად იცნობს სერია A-ს, ნაპოლის” და აურელიო დე ლაურენტისს, რომელმაც ვიქტორ ოსიმენის პრობლემა უნდა გადაჭრას. ცხადია, არსებობს სირთულეები, თუმცა დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი საბოლოო ჯამში ყველაფერს გააკეთებს ისეთი გუნდის შესაქმნელად, რაც კონტეს ჩემპიონატის მოგების საშუალებას მისცემს.
ხვიჩა კვარაცხელია კონტესთან თამაშის სტილს შეიცვლის? სამოქმედოდ მეტი თავისუფლება აქვს და
ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ახალი ფორმაციისას მას შეტევითი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენის მეტი შესაძლებლობა ექნება. მჯერა, ყოველივე ქართველს დიდ მოტივაციას შესძენს და შანსი მიეცემა დაამტკიცოს, რომ მისი ხარისხი კიდევ უზარმაზარია და ყველაფერი ჯერ არ გვინახავს. სკუდეტო? მოდით, ამ თემაზე ისევ 30 აგვისტოს შემდეგ დავილაპარაკოთ”.