“კვარაცხელიას წავა – მას მზა მემკვიდრე უკვე ჰყავს” – იტალიური მედია

ანალიტიკური საიტებისგან განსხვავებით, იტალიურმა გამოცემებმა „ვენეციასთან“ მოგებულ მატჩში (1:0), „ნაპოლის“ გარემარბის ს თამაში დადებითად არ შეაფასეს.
Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომ „კვარა“ დამაგვირგვინებელ ფაზაში ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და როდესაც 75-ე წუთზე კარში არაზუსტად დაარტყა, გაბრაზებულმა მწვრთნელმა კონტემ პოლიტანოთი შეცვალა.
განსაკუთრებით ქართველის კრიტიკით ტრადიციულად Areanapoli გამოირჩევა, რომელიც აღნიშნავს, რომ კვარაცხელია არადამაჯერებლად გაისარჯა, გასხვისება მოუწევთ, მას ისევე როგორც ოსიმენს 75 მილიონ ევროდ შეელევიან და 150 მილიონით ახალ ფეხბურთელებს დაიმატებენ, ახლა კი მთავარია ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის მოგვარება. რაც შეეხება შემცვლელს, ბრაზილიელის სახით
უკვე მზა კანდიდატურა ჰყავთ. გამოცემა საკუთარ პოზიციას ჟურნალისტების გამონათქვამებით ადასტურებს.
ფულვიო ჯულიანი: „ამჟამად ნერესი კვარაცხელიაზე უკეთესია. ამას საერთო ანალიზის მიხედვით ვამბობ“.
ხერარდო ფაზანო: „ეჭვიც არ მეპარება, კვარაცხელია სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს „ნაპოლის“. ვინ შეცვლის? ჩემამდე ფედერიკო კიეზაზე მოვიდა ხმები. ის შეიძლება ივნისში შეიძინონ“.
პაოლო დე ჯენიო:“კვარაცხელიას მემკვიდრე ნერესია, ორივე ფლანგზე სასარგებლოა, გადამწყვეტია. 7.5 ქულას ვუწერ. შესაძლოა, დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლია. დღეს რომ გაეტანა, დავიდის გარჯას 8.0 ქულით შევაფასებდი“.
ყოფილმა კომენტატორმა ფაბიო კარესამ შეხვედრამდე განაცხადა, რომ თუ ხვიჩა ხელშეკრულებას არ გააგრძელებს, უნდა გაყიდონ და ტრანსფერიდან შესული თანხით სამი ფეხბურთელი შეიძინონ.
DAZN-თან კომენტარი ნერესმა გააკეთა: „ორივე ფრთაზე შემიძლია ასპარეზობა, თუმცა მარჯვნივ უფრო მეხერხება. ნებისმიერ ადგილზე შემიძლია ვითამაშო, მთავარია მოედანზე გავიდე, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. სკუდეტო? შესნიშნავი გუნდი გვყავს, მაგრამ ჩემპიონატი გრძელი დ კონკურენტულია. ამოცანების გადასაჭრელად მატჩიდან მატჩამდე უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა“.