კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა

“რუბინში” ს ყოფილმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, რომელიც ერთი წელი უმუშევარი იყო, 28 დეკემბერს ჩინეთის “შანხაი შენხუა” ჩაიბარა და გარეგნულად გარდაისახა.
“შანხი შენხუამ” კატარში თანასწორობის თასზე “ალ დუჰაილს” 1:0 სძლია, რომლის მწვრთნელი პსჟ-დან დათხოვნილი კრისტოფ გალტიეა. ფრანგმა თქვა, რომ სლუცკის მატჩის წინ ესაუბრა, მრავალი საკითხი განიხილეს და ის შესანიშნავი სპეციალისტია.
სლუცკის წონაში გვარიანად დაუკლია და თამაშის რეპორტაჟისას კომენტატორმა შეაქო: “ლეონიდი ჩინებულად გამოიყურება. გაახალგაზრდავებულა. ფეხბურთში დაბრუნებამ და შოუბიზნესიდან წასვლამ მასზე აშკარად კარგად იმოქმედა”.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }