ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი ეკრემ კონური “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
მისი თქმით, ქართველს ხუთი ევროპული გრანდი – “პარი სენ ჟერმენი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი”, “ლივერპული” და “ჩელსი” აკვირდებიან.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დიდი ალბათობით, თუ ტრანსფერი ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე გუნდში შედგა, ეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მოხდება.