კვარაცხელიას საგოლე პასი – ქართველი პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

ლიგა 1-ის 28-ე ტურში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე „ანჟე“ 1:0 დაამარცხა და ვადამდე მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
მასპინძელთა გარემარბი კვარაცხელია ვირუსული ინფექციის შემდეგ დაბრუნდა და თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. დებიუტში ის მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, განივი გადაცემა გააკეთა, მაგრამ ბურთს მეკარე ფოფანა დაეუფლა. დედაქალაქელები ბევრს უტევდნენ, ხვიჩა აქტიურობდა, ფლანგებს იცვლიდა, მისი პასი შემდეგ რამუშმა ვერ უწია მიზანს, ვიტინიას გატანა ფოფანამ არ დაანება და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
შესვენების შემდეგ პარიზელებმა შეტევები გააგრძელეს და „კვარას“ პასით დუემ მეტოქის კარი დალაშქრა. დარჩენილ დროში ანგარიში არ
შეიცვალა და ლუის ენრიკეს გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.
კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და მის ანგარიშზე პსჟ-ში ყველა ტურნირზე 16 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
„პარი სენ ჟერმენი“ 9 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს.
პსჟ – ანჟე 1:0
გოლი: დუე (55)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში