კვარაცხელიას “ნაპოლიში” უკრაინელი შეცვლის? – “პარტენოპეიმ” ტრანსფერი დაგეგმა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, “ნაპოლი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “შახტარის” 22 წლის უკრაინელი შემტევის გეორგი სუდაკოვის დამატებას შეეცდება.
“პარტენოპეის” ახალგაზრდა ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა გასულ ზაფხულსაც სურდა, მაგრამ იტალიური მხარე 40 მილიონ ევროს იხდიდა, უკრაინელებს კი 50 მილიონი სურდათ.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, “ნაპოლი” ასევე განიხილავს დავიდე ფრატესის (ინტერი) და გაბრი ვეიგას (ალ-აჰლი) კანდიდატურებს.
მიმდინარე სეზონში გეორგი სუდაკოვმა, რომელიც უნივერსალია და კვარაცხელიას პოზიციაზეც შეუძლია თამაში, “შახტარის” შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში