კვარაცხელიას “ნაპოლიში” დარჩენის შემთხვევაში, ფლანგზე ახალი მეწყვილე ეყოლება – კონტე მარიო რუის უშვებს

Corriere del Mezzogiorno-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “ნაპოლის” მცველი მარიო რუი დატოვებს.
პორტუგალიელი “პარტენოპეის” ახალი დამრიგებლის ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე გუნდთან მიდის.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელს სამშობლოში ეპატიჟებიან და მის დამატებას “ბენფიკა”, “პორტო” და “სპორტინგი” ცდილობენ.
Il Mattino უფრო შორსაც მიდის და მარიო რუის შემცვლელზე წერს. ის “რომას” წევრი ლეონარდო სპინაცოლა შესაძლოა გახდეს, რომელსაც “ჯალოროსისთან” კონტრაქტი ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ