Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, “ნაპოლიში” ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტესა და სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას სადილი შედგა.
“პარტენოპეის” დამრიგებელმა მანას აცნობა, რომ ორი ფეხბურთელი ხელშეუხებელია და ამ ზაფხულს მათ არანაირი თანხის სანაცვლოდ არ შეელევიან.
პირველი და მთავარი პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაა, მეორე კი კლუბის კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს დარჩენა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას აგენტი “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგლძრივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, მისით პსჟ-ია დაინტერესებული.