კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მატჩი ატლანტაში ჩატარდება – ს პსჟ ლიონელ მესის “ინტერ მაიამის” წინააღმდეგ – დღეს, 29 ივნისს, 20:00 საათზე.
მესის -ში არაოფიციალური “ბარსელონა” ჰყავს შეკრებილი და ისინი ახლა ლუის ენრიკეს დამარცხებას ეცდებიან.
მიმდინარე ჩემპიონატზე პარიზული გუნდი ბურთს საშუალოდ 73%-ით ფლობს, გოლები კი მოედნის სხვადასხვა წერტილიდან, ექსვმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, მათ შორის “კვარამაც”. “ბოტაფოგოსთან” გაშვებული გოლი დიდი იშვიათობა იყო, ბოლო 5 თამაშში მხოლოდ ერთხელ.
რვა წლის წინ, “ბარსელონამ”, სადაც მესი, სუარესი, ბუსკეტსი, ალბა და მაიამელთა თავკაცი მასკერანო თამაშობდნენ, პსჟს მძიმე მარცხი განაცდევინა, ლეგენდარული 6:1. “ბარსას” მაშინ ლუის ენრიკე თავკაცობდა. ისინი ამას ახლა ალბათ აღარ ელოდნენ, მაგრამ მესი და ენრიკე ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან. ეგეც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დადებითი მხარე.
“ინტერმა” ამერიკული ფეხბურთის ღირსება უნდა დაიცვას და ეცადოს, მაქსიმალურად შორს გავიდეს. ისინი ახლა კარგ ფორმაში არიან.
დემბელე ბრუნდება და ვნახოთ, რამდენს ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის მიერ გატანილი გოლების ნახევარში მიიღო მონაწილეობა. მშვენიერ ფორმაშია ვიტინია.
“ინტერ მაიამის” კარის მშრალად შენახვა უჭირს, პსჟს კი გატანა უადვილდება – ვნახოთ, რა იქნება ატლანტაში.
· გიას ბაქი-ბუქობას, კარგი არაფერი მოაქვს!
· გია თუ ორივე გუნდი თავის მაქსიმუმ იზამდ პსჟ ალბათ 8-1 ან 10-1 მოიგებს
· სტალინი თქვენი “ევროპული ღირსება” არ დაიშვას.
· გიგუილა პაპას მაგ სიარულ, სიარულში კი გააქვთ ლეგენდებს გოლები და? ისე გიჰუია პაპავ! ტრაბახს მოუკვდეს პატრონი!
· N ნეტავ, ხვიჩა თუ არის აცრილი: ემანდ, სუარესმა არ უკბინოს!
· გიგო პაპა რა ღირსება, რის ღირსება? მესი და სუარესი ივლიან, უკან დაცვას ეგენი არ(ვერ) დაეხმარებიან და წინაც არ მგონია პსჟ-ს ახალგაზრდა და სწრაფ მცველებს მოუხერხონ რამე. ფაქტიურად 9 კაციანი გუნდი იქნება და წესით ხვიჩამ და კომპანიამ უნდა შეჭამონ ამერიკელები. წარმატებები ჩვენს ლომს!
· სტალინი ამერიკული ფეხბურთის ღირსება საინტერესო სიტყვაა და როდის ქონდათ მათ ევროპული ფეხბურთი, რასაც დანარჩენები ფეხბურთად აღვიქვამთ. პელეს კოსმოსიდან მოყოლებული სულ სხვების ხარჯზე გადიოდნენ.
· zura ვის რაში აინტერესებს ეს სისულელეები,დაწერეთ ვანდა ნარაზე.
რომელი პოზიციიდან შეუტევს “კვარა” მესის გუნდს და როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
Geo Team: არაბიძემ “ულსანი” დატოვა
მესი, კვარაცხელია, სუარესი, რამოსი – იხილეთ საკლუბო მუნდიალის სიმბოლური ნაკრები
მესი, კვარაცხელია, სუარესი, რამოსი – იხილეთ საკლუბო მუნდიალის სიმბოლური ნაკრები
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? – მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
პსჟ-ში რუსულ-უკრაინულ კონფლიქტს ერიდებიან – არჩევანის საფონოვსა და ზაბარნის შორის გაკეთება მოუწევთ
პსჟ კვლავ “ინტერთან” თუ “რეალი”/”სიტის” საუკეთესო – გზა ფინალამდე
რომელი პოზიციიდან შეუტევს “კვარა” მესის გუნდს და როგორი იქნება პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა?
დღეს ფეხბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აიღებს სტარტს
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს – “კვარა” და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
[VIDEO] “რეალის” ლამაზი გოლები “ზალსბურგთან” – ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და “იუვენტუსს” შეხვდება
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩინეთში გაიმართება
“ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად” – ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
პსჟს გადამწყვეტი მატჩი! – შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა – კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ “ლიონს” დახმარების ხელი გაუწოდა
“განავალი უნდა შეჭამო და მოინელო” – “ინტერის” მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
მბაპეს მორიგი სარჩელი პსჟ-ისკენ წინააღმდეგ – რას ედავება ფრანგი ყოფილ კლუბს
კასანომ “ნაპოლის” კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია