კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელი – “ნაპოლის” იანვარში უარი ძაკანიმაც უთხრა

“ლაციოს” 29 წლის შემტევის მატია ძაკანის აგენტმა მარიო ჯუფრედიმ რადიო Kiss Kiss-თან ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია, რომ იანვარში ს წასვლის შემდეგ, “ნაპოლი” მისი კლიენტის სამსახურით იყო დაინტერესებული.
აგენტმა აღნიშნა, რომ ძაკანის “ლაციოდან” წასვლა არც კი უფიქრია და უნდა, რომ კლუბის სიმბოლო გახდეს და ამიტომ “პარტენოპეიში” მისი ტრანსფერი გამორიცხული გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას პსჟ-ში გადაბარგების შემდეგ “ნაპოლის” ალეხანდრო გარნაჩოს, კარიმ ადეიემის ბოლოს კი ალან სანტ-მაქსიმინის უკავშირებდნენ, თუმცა გუნდმა ვერცერთი გარიგება ვერ გაჩარხა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებში “მილანიდან” ნოა ოკაფორი ინათხოვრა.