სერია A-ს მე-20 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „სლერნიტანა“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ, მოედანზე საინტერესო არაფერი არ ხდებოდა, სტუმრები კი შორიდან დარტყმული ბურთით კანდრევამ დააწინაურა. კომპენსირებულ დროში სიმეონეს მოპოვებული პენალტიდან ანგარიში პოლიტანომ გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ მეტ-ნაკლებად გააქტიურდა, კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან ააცილა ბურთი კარს. მწვრთნელმა მაცარიმ გაეტანო რასპადორით, ხოლო პოლიტანო ძერბინით შეცვალა. ხვიჩას დარტყმულ ბურთს მეკარე ოჩოა დაეუფლა. ცოტა ხანში ქართველი შესანიშნავი დრიბლინგით მცველებს გასცდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მცველისგან
კუთხურზე გავიდა. მერე ისევ შეიჭრა “კვარა” საჯარიმოში და გატანა ოჩოამ არ დაანება. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბოლოს რაჰმანიმ სალერნოელთა კარი დალაშქრა და “ნაპოლიმ” გაიმარჯვა.
სამწუხაროდ, კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო და ჩემპიონატზე შემდეგ შეხვედრას “ლაციოსთან” გამოტოვებს.
„ნაპოლი“ 31 ქულით მეექვსე ადგილზეა და შემდეგ მატჩს იტალიის სუპერთასზე საუდის არაბეთში 18 იანვარს „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.
ნაპოლი – სალერნიტანა 2:1
გოლები: 0:1 კანდრევა (29), 1:1 პოლიტანო (49, პენ), 2:1 რაჰმანი (90+6)
სვარკას უყურო აჯობებს ვიდრე ნაპოლის. საერთოდ ვეღარც და აღარც დარბის. სკამს ვახეხინებდი სანამ ციდან არ ჩამოვა, მაგრამ არც დანარჩენები უქნია ღმერთს. მართლა დამთხვევაა თუ ესეა …… მას შემდეგ აბსოლუტურად ვერ თამაშობს, საერთოდაც ვეღარც კი დარბის