კვარაცხელიას თანაგუნდელი დემბელე შესაძლოა, პსჟ-ის შემდეგ მატჩში თავისი გუნდის ყველა დროის რეკორდსმენი გახდეს

აღსანიშნავია, რომ 27 წლის ფრანგს ყველა ტურნირზე პარიზელთა მაისურით გოლი უკვე ზედიზედ 8 შეხვედრაში გააქვს. მან ამ მაჩვენებლით ნეიმარის (ორჯერ) კარლოს ბიანკისა და კილიან მბაპეს შედეგი გაიმეორა.
თუ დემბელე 16 თებერვალს გასვლაზე “ტულუზას” კარსაც დალაშქრავს, შედეგიანი დარტყმა უკვე ზედიზედ 9 შეხვედრაში იქნება და პსჟ-ის ყველა დროის რეკორდსმენი გახდება.
ინფორმაციისთვის, დემბელემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 6 საგოლე
გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში