“კვარაცხელიას ვულკანებს (კონტეს და დე ლაურენტისს) შორის ადვილი სეზონი არ ელის” – “მონაკოს” პრეზიდენტის მრჩეველი

რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა იგორ კორნეევმა, რომელიც ამჟამად “მონაკოს” პრეზიდენტის მრჩეველია, “ნაპოლის” მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნაზე გააკეთა კომენტარი.
“ორივეს, მწვრთნელისა და პრეზიდენტის ხასიათების გათვალისწინებით, ძალიან არაერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს ვულკანების ნაზავია. ალბათ, დე ლაურენტისს ესმის, ვინ აიყვანა. როგორც წესი, კონტე მარტო ჩემპიონობისთვის არ ბრძოლობს. ის ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის გასაყვანად ტრანსფერებისთვის ბევრ ფულს დაქაჩავს. ლიდერების დატოვებას შეეცდება. თუ დარჩება, კვარაცხელიას ადვილი სეზონი არ ელის. ჩარჩოებში მოქცეული იქნება. კონტე თავისუფლად მოქმედების საშუალებას არავის არ აძლევს”, – განაცხადა კორნეევმა Матч ТВ-ის ეთერში.
დღეს გავრცელდა
ინფორმაცია, რომ კონტემ კვარაცხელიას დატოვება მოითხოვა, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, პსჟ დანებებას არ აპირებს და ქართველის შესაძენად ყველაფერს იღონებს.