“კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ, “ნაპოლის” მატჩებს აღარ ვუყურებ” – ამბობს ნეაპოლური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი

“რეპუბლიკა” წერს, რომ ს და ვიქტორ ოსიმენის “ნაპოლიდან” პსჟ-ში გადასვლა სავსებით შესაძლებელია, Sky Sport-ის სატრანსფერო ექსპერტი ლუკა მარკეტი კი იტყობინება, რომ პარიზულ კლუბს შეთავაზება ჯერ წერილობითი ფორმით არ გაუკეთებია, რომელიც 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება.
კვარაცხელიას “პარი სენ ჟერმენში” შესაძლო გადასვლაზე კომენტარი რადიო Marte-ს ეთერში “ნაპოლის” ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო ფლორო ფლორესმა გააკეთა:
“როგორ ვხედავ კვარაცხელიას კონტეს სქემაში? “კვარა” შემტევია, ფლანგზე თავისუფლად მოქმედებს. კონტეს “არეცოში” ჩემი მწვრთნელი იყო, გუნდს ხშირად სინქრონიზირებულად ათამაშებდა, შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით, ხვიჩას 3-5-2 სქემაში
პრობლემები შეექმნება.
კონტე შესანიშნავი სპეციალისტია, თავისი გამოცდილებით იცის, როგორ მოახერხოს გარკვეული სტილის ფეხბურთელებთან ადაპტირება, რამეთუ კვარაცხელიას კლასის ეჭვქვეშ დაყენება შეუძლებელია. დიდი ალბათობით, როდესაც მას გაყიდიან, “ნაპოლის” მატჩებს აღარ ვუყურებ. ბილეთის ფასად მარტო ხვიჩას ელეგანტური და ლამაზი თამაშის სტილი ღირს. ასეთი ფეხბურთელის თავის გუნდში ყოფნა ყველა მწვრთნელს უნდა და არ მგონია, კონტე მის გაშვებას დათანახმდეს”.