“კვარაცხელიას გაუმართლა, ვეცადეთ, მისი შეცდომებით გვესარგებლა… – რა თქვა ალეგრიმ “ნაპოლისთან” მატჩის შემდეგ?

გუშინ, 3 მარტს, სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, “ნაპოლიმ” “იუვენტუსს” უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. შეხვედრის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
“შედეგით იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ყველა ფეხბურთელმა მოედანზე მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ზოგიერთ მომენტში ზედმეტად ვიჩქარეთ, რის გამოც მეტი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.
რატომ ვუტევდით უფრო მეტად ჩვენი შეტევის მარჯვენა და „ნაპოლის“ დაცვის მარცხენა ფლანგიდან? ამ ფლანგზე კვარაცხელია იყო, რომელიც დაცვით ფაზაში სივრცეებს ტოვებდა და ვცდილობდით, მეტი შეგვეტია.
პენალტის ეპიზოდი? “ნაპოლის” ფეხბურთელმა კარგად ითამაშა და მსაჯს თერთმეტმეტრიანი “გამოსტყუა”. ხანდახან
ვფიქრობ, რომ ფეხბურთი ეშმაკის მოგონილია. პირველ ტაიმში კვარაცხელიას დარტყმა სახიფათო არ ყოფილა, უბრალოდ ბურთი კამბიასოს მოხვდა და კარში შევარდა. “პარტენოპეი” ძალიან კარგი გუნდია, თუმცა დღეს ბევრ ეპიზოდში გაუმართლა”, – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. რაც შეეხება “იუვენტუსს”, “ბიანკონერი” 57 ქულით მე-2 ადგილზეა.
გამწარებულმა მაქსიმკამ ობიექტურობა დაკარგა. ოსიმენს ფეხზე დააბიჯეს – მცველს გამოსტყუა პენალტი. ხვიჩას წინა თამი ორჯერ გაუმართლა. შემდეგ თამაშში სამჯერ გაუმართლებს.