“კვარაცხელიას გასამრჯელოს გაუსამმაგებენ, რათა სამი წლით მაინც შევინარჩუნოთ” – იტალიელი ჟურნალისტები

Il Roma-ს ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ჯოვანი სკოტომ OttoChannel-ის ეთერში განაცხადა, რომ ს “ნაპოლი” კონტრაქტს განუახლებს.
“ჩემი აზრით, პოლიტანოს შემდეგ კვარაცხელიას ხელშეკრულების გახანგრძლივების ჯერი დადგება. მატეოს ორი წლის წინ დანაპირები შეუსრულეს, ქართველთან კი მგონია, შეთანხმებას ზაფხულში ხელფასის გასამმაგებით მიაღწევენ.
“ნაპოლი” ყოველთვის აქტიურად მუშაობს ფეხბურთელების პირობების გაუმჯობესებაზე და “კვარას” დანაპირებს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეუსრულებს. ამიტომ განახლება, რომელსაც დიდი ხანია ელიან, ფეხბურთელთან მოხდება. მას სურს კლუბს კიდევ რამდენიმე წლით დაუკავშირდეს”.
ხვიჩას შესახებ კომენტარი ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ რადიო Kiss Kiss-თან გააკეთა: “ის
მარცხენა ფლანგიდან ცენტრში უნდა გადაიყვანონ. არ მესმის, მხოლოდ მთელი გუნდის საერთო სირთულეებისას მასში ეჭვი როგორ ეპარებოდათ. “კვარა” მოვლენაა, ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მოედანზე მეომარია. ამიტომ მე ვისურვებდი მისთვის კონტრაქტის რაც შეიძლება მალე გაუმჯობესებული პირობებით გაგრძელებას, რათა შევინარჩუნოთ. არ ვამბობ 10 წლით, რამეთუ ეს შეუძლებელია, მაგრამ მინიმუმ 3 სეზონით”.