კვარაცხელიას გარეშე – უსახური “ნაპოლი” “სახლში “ატალანტასთან” განადგურდა

სერია A-ს 30-ე ტურში “ნაპოლი”, რომელსაც ტრავმის გამო ვერ დაეხმარა, საკუთარ მოედანზე “ატალანტასთან” 0:3 დამარცხდა.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა აგრესიულად ვერ უტევდნენ, სტუმრებმა კი ორი მომენტი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ სიტუაციის შეცვლა სცადა, მაგრამ კიდევ ერთი გოლი გაუშვა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მარცხი განიცადა.
“ნაპოლი” ჯერჯერობით 45 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 7 აპრილს გასვლაზე “მონცას” დაუპირისპირდება.
ნაპოლი – ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 მირანჩუკი (26), 0:2 სკამაკა (45), 0:3 კოპმეინერსი (88)
კიდევ და კიდევუმადურობა იკვეთება, რას ნიშნავს ნაპოლის მთელი შემადგენლობა და რას ნიშნავს მხოლოდ ერთი ადამიანი ხვიჩა კვარაცხელია. ესენი რა სკუდეტოს მომგებნი იყვნენ ?