ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო ეტაპით, მეოთხედფინალებით ბრუნდება. ნეიტრალურები უბრალოდ ვერ ვიქნებით, რადგან აქ ხვიჩა კვარაცხელია ახლა პსჟსთან ერთადაა. ფრანგები “ასტონ ვილას” პირველ დაპირისპირებაში უმასპინძლებენ – ოთხშაბათს, 9 აპრილს, 23:00 საათზე.
პარიზული კლუბის სასტარტო თერთმეტეული წელს ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდული იყო. ამ გუნდმა ბოლოს “ლივერპულთან” დიდი ბრძოლა გადაიტანა და ნანატრი ტიტულისკენ სხვლას აგრძელებს.
“ასტონ ვილა” მეოთხე ინგლისური კლუბი იქნება, რომელსაც ლუის ენრიკეს ბიჭები მიმდინარე სეზონში შეხვდებიან. “ლივერპულამდე” “მანჩესტერ სიტი” და “არსენალი” იყო. პარიზელებს ინგლისელებთან დაპირისპირება ცუდად არ გამოსდით. რაც შეეხება “ასტონ ვილას”,
რაშფორდისა და პსჟს საკუთრებაში მყოფი ასენსიოს დამატების შემდეგ გუნდი შესანიშნავად უტევს. მათი უპირატესობა იქნებ ის იყოს, აუტსაიდერებად რომ მიიჩნევიან.
ვილელების ბასკი ბოსი უნაი ემერი პარიზელებს მაშინ თავკაცობდა, როცა “ბარსელონას” ლეგენდარული 6:1 და ორრაუნდიანი მატჩის შემოტრიალება დაფიქსირდა. კატალონიელებს ლუის ენრიკე წვრთნიდა. უნაის გუნდს კარგი პერიოდი აქვს – ბრძოლა ექვსეულისთვის ჩემპიონატში, ლიგის მეოთხედფინალი და FA თასის ნახევარფინალი.
მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი მარკინიოსი აკლიათ, კორეელი ლი კი ტრავმირებულია. აღსანიშნავია, რომ უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა, უფრო მეტი ვიდრე წინა 36 შეხვედრაში.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითადად კვლავ მარჯვნიდან შეუტევს, მარცხნივ კი ბარკოლა იქნება. თუკი აქამდე პსჟს მატჩებზე იტალიელ მასას ვხედავდით, ახლა მარიანი იქნება. ის გიბრალტარი – საქართველოს მეოთხე არბიტრად გვახსოვს. ხვიჩა კვარაცხელიამ “ატალანტას” თავით რომ გაუტანა, მაშინ სწორედ მარიანი მსაჯობდა.
სხვა მატჩები:
სამშაბათი, 23:00 სთ
არსენალი – რეალი (პსჟს პოტენციური მეტოქე აქ ირკვევა);
ბაიერნი – ინტერი.
ოთხშაბათი, 23:00
ბარსელონა – დორტმუნდი.